Wednesday, July 1, 2009

Friday, February 27, 2009

january part 2 :)

365.15 (15.02.209)

ეძინებოდა და რა ექნაააააააა, ჩასაბანი იყო და არ აძინებდნეენ :(


365.16 

გავისეირნეთ ცოტა, მერე ბიჭები ვნახეთ და დაგეგმილ სეირნობას 2 საათი გადავაცილეთ. მე გავიყინეეე, გრეიკო კიდევ ძალიან მონდომებული იყო, ძლივს შევიტყუე სახლში :)

365.17

ბავშვებმა მომინახულეს, ვიჭორავეთ ცოტა, დესპოტას სიმახინჯეს საზღვარი არ აქვს ავარიის შემდეგ :)

365.18

ნაძვისხის აღების დრო მოვიდაააააა :) როგორ მოიპარა გრინჩმა შობა–ს მოტივებზე :)

365.19

შეეენ გენაცვალეეეეეეეე :* :* :*

365.20

ისე უნდოდა რო ხელში ამეყვანა ისე ისეე იიისეეეეეეე, მე კიდე გადავაბიჯე და გავიარე :)

365.21

მაგარი დღე იყო, ჯერ მე და თეო რუსთავში დავიკარგეთ, მერე ქარელმა 3 კრუგი მოარტყა 5 დეკემბრის ქუჩას, ძლივს მოგვაგნო :) გათენებამდე ვიჭორავეთ:)

365.22

იანასგან მივდივართ თოდუასთან, ავტობუსის მძღოლმა კინაღამ გვცემა ისე ვიქცეოდით მთელი გზა :)

365.23

საჭმელს ვაკეთებდით მთელი ძალებით, მერე ვიქეიფეთ და დილამდე ვბურღავდით ტვინს

365.24

მთეეელი დღე მეძინა :) 

365.25

365.26

თეოს კომპს აწყობა ეღირსაააააააააააააა!!!!!!!!!!

365.27

სამშობიაროში ვიყავით :) ჩვენ არ გვიმშობიარია, თეოს შეეძინა დიშვილი :) ეს წარწერა კედელზე დაგვხვდა მოსაცდელში :)

365.28

მუხლები დავისხვიპე, ვერ ვხტუნაობდი ამ ბურთით :(

365.29

მიყვაააააარს!!!!!!

365.30

ველქამ ბექ თუ ჰეეეეელ!!! :(

365.31

ძალიან ძალიან მაგარი დღე იყო, გიგასთან ვქეიფეთ, საჭმელები ვაკეთეტ მე და თათიამ, ვიმღერეთ ვიგიჟეთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ, კოლექციას შეემატა ახალი სიმღერა გელას შესრულებით "ქალბატონო ფინთიკოზა" და ახალი გამოთმქა ზალიკიჩისაგან ვირუსას მისამართით "დამენასკვე ზედ"–ოო :) :) :) 

Wednesday, February 25, 2009

january part1 :)

365.1 (1.o1.2009)

ოჯახის მეგობარი "სკიპი" 2 საათი ისე ტკბილად ეძინა სუფრაზე, ვერ გავაღვიძე, ჩემმა კაცთმოყვარეობამ ამის უფლება არ მომცა :)

363.2 (2.01.2009)

გოგოები ჩემთან ოჯახში, ბოლოს მახსოვს რომ იატაკზე მეძინა, არა კიარ მახსოვს, სურათები ვნახე... დაქალებს ვთხოვ, თუ ოდნავ მაინც მცემენ პატივს, არასოდეს მომცენ უფლება ისე გავილეწო როგორც წელს, ბედობას...

365.3(3.01.2009)

ძალიან მძიმე დღე იყო, ძალიან ცუდი ემოციებით დატვირთული.... მიშოს გარდაცვალებიდან მე–9 დღე... საფლავზე ვიყავით გასულები მეგობრები....

345.4 (4.01.2009)

როგორც სურათიდან შეგიძლიათ გაარკვიოთ ამ დღეს არფერი მომხდარა, რადგანაც წინდა სქელი მაცვია, ანუ დღე იყო ძალიან ცივი :) 

365.5 (5.01.2009)

უკომენტაროდ :) 

365.6 (6.01.2009)

მარიმ ეპილაცია გაიკეთა და ასე გამოიყურებოდა დღის ბოლოს,რაღა დაგიმალოთ და საშინელი შესახედი იყო :) მაპატიე დაიკო, კი შეგპირდი რო არ ვიზავდი ამას მარა მაინც უნდა გამოგაჭენო სახალხოდ :)

365.7

როგორ გგონიათ იმას რომ ჩემი გრეი ძალიან ძალიან საყვარელია, რამე კომენტარი სჭირდებაა???!!!

365.8

ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს, დედაჩემი სულ იმაზე მეჩხუბებოდა დაორთქლილ ფანჯარაზე ნუ დიდღნაობ თითებითო...... ეს გახლავთ ზღვიდან ამოყოფილი.......ტრაკი :) თქვენ გული გეგონაათ?? 

365.9

სურათზე არ ჩანს სახეები, მარა ასე ჯობს დამიჯერეთ, მარჯვნიდან მარცხნივ– მარუნა, თეო, ნატო, ელენე და ნატა :) ძალიან მთვრალები ვართ და ძალიან ძალიან ბევრი გვაქვს ნაჭამი :) გარეთ ძალიან ცივა, მაგარი თოვლია... ბედნიერი დღე იყო ძალიან :)

365.10

მარცხენა ზედა კუთხეში წონას დააკვირდით :) უბედნიერესი ვიყავი, ჩემზე მძიმეააააა :)))

365.11

ნათლიამ კაბა მომიქსოვა, თავზე ბერეტი რომ მახურავს, მე–3 კლასშიც მეფარა ხოლმე ეგ ბერეტი, და ვინც მე თავგასიებული დამიძახოს..... არ დავკონკრეტდები კარგით :) ხო კიდე, ჩექმაც ახალი მაცვია :) და ჩემი ლამაზი ნაძვის ხეეეე :) 

365.12

ჩეეემი პატალა ქალი ჩამოვიდა ჩვენთან, კესა... ეს ერთადერთი ბავშვია რომელიც მიყვარს. :) ეს ბავშვი და ჩემი ლამაზი ნაძვის ხე, კომბინაციაში უუუსაყვარლესია...

365.13

ბიძაშვილ–მამიდაშვილები წითელი პომდით :) ძველით ახალ წელს მთელი ოჯახობა ერთად შევხვდით, სასიამოვნო საღამო იყო ძალიან, რამდენი წელია ასეთი რაღაც აღარ მომხდარა :)

365.14

:) მაგიდის ქვეშ შევხვდი, წელს გათხოვება არ ამცდება :) წულიკას დიდი სურვილი ჰქონდა გარეთ გავეგდე პანჩურის თანხლებით მაგრააამ, ვერ მივართვი :)

ჩემს 365.XXX – ს გახსნილად ვაცხადებ :)


რამდენიმე ბლოგზე წავაწყდი მსგავს რაღაცას, მეც ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა,

ხოოდა რაშია ეხლა საქმე, იმისათვის რომ მთელი წელის განმავლობაში, კარგად დამახსომდეს რომელ დღეს რა ხდებოდა, ვიღებ სურათებს, ან უბრალოდ იმ დღის შესაბამის სურათს ვტვირთავ პატარა კომენტარით (ან უკომენტაროდ:) ) 

ამ იდეაზე ქოფირაითი ვის ეკუთვნის ვერ გეტყვით,თუმცა იმედს ვიტოვებ არავინ მიჩივლებს :)  

ხოდა დღეს როგორც იქნა მოვიცალე და ვიწყებ ჩემი 365.XXX–ის წარმოებას... 

მაშ ასე, ჩემს სურათებით გადმოცემულ 2009 წელს გახსნილად ვაცხადებ...

ველქამ!!!